კვლევის მიხედვით, საქართველოში მამაკაცები უფრო მეტ ქონებას ფლობენ, ვიდრე ქალები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აზიის განვითარების ბანკთან ერთად კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც ეხება მონაცემთა შეგროვებას, აქტივების ფლობასა და მეწარმეობას გენდერული თვალსაზრისით. როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თენგიზ ცეკვავამ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ზოგიერთი აქტივის ფლობის მიხედვით საგრძნობლად დიდია სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის.

მისივე განმარტებით, აღნიშნული კვლევის მიზანი იყო ის, რომ დაედგინათ, როგორ ფლობს საქართველოს მოსახლეობა სხვადასხვა სახის აქტივებს, რომელიც საბოლოო ჯამში ქალის როლს განსაზღვრავს. ასევე, რამდენად უწყობს ხელს ამ როლის გაძლიერებას და რამდენად არის ეს დაბალანსებული გენდერული თვალსაზრისით.

"აღნიშნული კვლევის მიზანი სწორედ არის მეთოდოლოგიის შექმნა, რომელსაც გაერო-ს სტატისტიკის განყოფილება აწარმოებს უკვე ბოლო 4-5 წლის განმავლობაში. ამ კვლევის შედეგებით, საქართველოში ჩვენ პრაქტიკულად ვეხმარებით იმ გლობალური მეთოდოლოგიის შექმნაში, თუ როგორ არის განაწილებული აქტივები მამაკაცსა და ქალს შორის. კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები პრაქტიკულად ფლობენ ყველა აქტივის მიხედვით უფრო მეტ აქტივს და მის ღირებულებას. განსხვავება არის საკმაოდ მაღალი სასოფლო დასახლებებში, ვიდრე ქალაქში. საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობაა სასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში, ანუ ასეთი მიწის ფლობა მამაკაცებში დაახლოებით ორჯერ და უფრო მეტჯერ არის გავრცელებული, ვიდრე ქალებში", - განაცხადა ცეკვავამ.

მისი თქმით, გარდა ამისა, მსგავსი ტენდენციით ხასიათდება სხვა სახის აქტივები, მაგალითად: საცხოვრებელი და სხვა სახის უძრავი ქონება.

ცეკვავას განმარტებით, აღნიშნული კვლევა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კვლევა ერთჯერადი იყო, მან დაახლოებით 3 000 შიდამეურნეობა მოიცვა, სადაც ქალი და კაცი ცალ-ცალკე გამოიკითხა. რაც შეეხება გამოკითხვის პერიოდს, კვლევა სამი თვის განმავლობაში ჩატარდა, 2015-2016 წლების ბოლოს", - განაცხადა ცეკვავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო