სოფიო კილაძე - პრემიერმა განაცხადა, რომ განახლებულ გუნდში ახალი სახეები იქნებიან, ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალი ენერგია შემოვიდეს გუნდში

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრებზე პერსონალურად გუნდში მსჯელობა არ ყოფილა. როგორც სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალ კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან.

„პრემიერმა განაცხადა, რომ ახალი სახეები იქნებიან განახლებულ გუნდში. ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალი ენერგია და ახალი სისხლი შემოვიდეს ჩვენს გუნდში. რაც შეეხება პერსონალიებს, ესეც არის მამუკა ბახტაძის ექსკლუზიური უფლება, თავად დაასახელოს კონკრეტული მინისტრობის კანდიდატები, რომელსაც ის განახლებულ გუნდში ხედავს. ჯერჯერობით, გუნდში პერსონალიებზე არ გვიმსჯელია, თუმცა ვფიქრობ, რომ მამუკა ბახტაძე ამ საკითხს გაივლის ჩვენთან, ვიდრე შემოიყვანს ახალ კაბინეტს“,- განაცხადა სოფიო კილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა