ექიმი - ირაკლი ნოზაძის მდგომარეობა სტაბილურია, მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, ადეკვატური და კონტაქტურია

პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, - ამის შესახებ "ღუდუშაურის კლინიკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, მარინა გელანტიამ მომღერალ ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"მე მესმის საზოგადოების ინტერესი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან, ადეკვატური და კონტაქტურია. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა მარინა გელანტიამ.

ექიმის თქმით, ჯერჯერობით პაციენტის დაკითხვის საჭიროებას ვერ ხედავს, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკითხი მისი გადასაწყვეტი არაა.

"ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. ზოგადად, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა საყურადღებოა. ჯერ რეანიმაციულ განყოფილებაშია და არამგონია, მისი დაკითხვა საჭიროებას წარმოადგენდეს. ოჯახის წევრების შეშვების ვალდებულება გვაქვს, სხვა არავინ შესულა", - განაცხადა გელანტიამ.

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტი ირაკლი ნოზაძე წერეთლის გამზირზე ორი დღის წინ დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერლის დაჭრის ფაქტზე გუშინ ორი გოგო დააკავა.

ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა