პაატა ზაქარეიშვილი - თუ დადასტურდება, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მყოფი რამდენიმე ადამიანი ცოცხალი არ არის, ეს დიდი მინუსი და არაკომპეტენტურობა იქნება

თუ დადასტურდება, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მყოფი რამდენიმე ადამიანი ცოცხალი არ არის, ეს იქნება ძალიან დიდი მინუსი და არაკომპეტენტურობა სიის შემდგენლის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა ელოდება ამ სიის გამოქვეყნებას.

"მისი კრიტიკა შეიძლება და აუცილებელიცაა. კარგია რომ სია გამოქვეყნდა. სიაში არის აფხაზური და ოსური გვარები, მაგრამ არ მინახავს რუსული გვარები, თუმცა შესაძლოა, იყოს აფხაზი ან ოსი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს. თუ ამ სიაში არიან დაღუპულები, ძალიან ცუდი ნიშანი იქნება. თუ დადასტურდება, რომ სიაში მყოფი რამდენიმე ადამიანი ცოცხალი არ არის, ეს იქნება ძალიან დიდი მინუსი და არაკომპეტენტურობა სიის შემდგენელის",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ეს სია არის პრევენციული და ყველა მიხვდება, რომ მათ არ გაუვათ ასეთი ამაზრზენი და უტიფარი მკვლელობები.

"მე ეჭვი მეპარება, რომ სიაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა მოხვდეს უცხოეთში, რადგან ეცოდინებათ, რომ მათზე ინტერპოლი ახორციელებს ძებნას. რუსეთში კი არ დააპატიმრებენ და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც ათობით ადამიანი იღუპებოდა, ასეთი სია, რომ შექმნილიყო, ოთხოზორიაც, ბაშარულიც და ტატუნაშვილიც ცოცხალი იქნებოდა. ეს სია არის პრევენციული სია და ყველა მიხვდება, რომ მათ არ გაუვათ ასეთი ამაზრზენი და უტიფარი მკვლელობები. ამ სიის ძალა არის პრევენციაში",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი სიის შესაძლო მინუსებზეც საუბრობს.

"სიას მინუსიც აქვს. დავუშვათ სიის რომელიმე წევრი ინტერპოლმა დააკავა. თუ ვერ დავამტკიცეთ, რომ ეს ადამიანი არის მკვლელი და თუ გათავისუფლდა, მაშინ მიიღებს პირველ სერიოზულ დარტყმას ეს სია. ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ სია არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად ანგაჟირებული",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ შედგენილი “ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში შეყვანილი რამდენიმე ადამიანი გარდაცვლილია, რაც სიის მიმართ ხელისუფლების არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა