სოფიო კილაძე - დაუშვებელია, სახალხო დამცველის ოფისმა იმ ქვეყანაში ფუნქციონირება შეწყვიტოს, სადაც ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებები უმაღლეს რანგშია აყვანილი

დაუშვებელია, სახალხო დამცველის ოფისმა იმ ქვეყანაში ფუნქციონირება შეწყვიტოს, სადაც ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებები უმაღლეს რანგშია აყვანილი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა. სოფიო კილაძე შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, სახალხო დამცველის ოფისის თაობაზე ღირსეული რეაგირება მოახდინოს.

მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ, სახალხო დამცველის ოფისთან დაკავშირებით ყოფილ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან კონსულტაციები გამართა.

"საუბარი იყო იმაზე, რომ ფართი უნდა გამოყოფილიყო, რადგან დიდი ხანია, ეს შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. მაშინ კონკრეტულ ფართზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან სახალხო დამცველისთვის ადგილმდებარეობა არ იყო მოსახერხებელი. ახლა კი, სახალხო დამცველმა ფუნქციონირება შეწყვიტა. შესაბამის სტრუქტურებს მოვუწოდებ, რომ ამაზე რეაგირება ღირსეულად გააკეთონ, რადგან დაუშვებელია, სახალხო დამცველის ოფისმა იმ ქვეყანაში ფუნქციონირება შეწყვიტოს, სადაც ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებები უმაღლეს რანგშია შეყვანილი. მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველს მუშაობისთვის ადეკვატური გარემო ჰქონდეს, რათა ადამიანის უფლებები დაიცვას" , - განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატი დროებით სამუშაო პროცესს აჩერებს. როგორც „ინტერპერსნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი სახალხო დამცველის აპარატის შენობის ავარიულობაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა