გიგა ბოკერია - ჩვენი ამოცანა იქნება, ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები შეიყვანოს

ჩვენი ამოცანა იქნება, ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ის წარმომადგენლები მოხვდნენ, რომლებიც ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობის დანაშაულის დაფარვაში არიან დამნაშავეები, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

“დიდი შეცდომა არის ამ სიაში რუსული საოკუპაციო ჯარების და სტრუქტურების წარმომადგენლების არყოფნა, იმ პირების, რომლებმაც თვითონ ჩაიდინეს ეს დანაშაული და რომლებიც ხელს აფარებდნენ იქ ჩადენილ ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ან მკვლელობას. მათ შორის ისეთებს, როგორიც არის ოთხოზორია - ტატუნაშვილის მკვლელობა. "ევროპული საქართველოს" ამოცანა იქნება, რომ საზოგადოებრივი აზრის მეშვეობით ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ამ სიაში იყვნენ რუსული საოკუპაციო რეჟიმის ის წარმომადგენლები, რომლებიც იერარქიულადაც უფრო მაღლა არიან ამ პირებზე და რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებლები იყვნენ ამ დანაშაულებებში ხელის დაფარებაზე", - აცხადებს გიგა ბოკერია.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში გუშინ შევიდა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს