სოფიო კილაძე - კახა კალაძის ინიციატივები თბილისის აღმშენებლობისთვის უპრეცედენტოა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივები თბილისის აღმშენებლობისთვის უპრეცედენტოა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა.

სოფიო კილაძე დარწმუნებულია, რომ განვითარების ამ ტემპით, ქალაქში მალე დიდი წინსვლა იქნება.

"ის პროექტები, რომლებიც თბილისის მერმა წარმოადგინა, თავისი მასშტაბებით და შინაარსით უპრეცედენტოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტემპებით ქალაქში ძალიან მალე დიდ ხელშესახებ წინსვლას ვნახავთ, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ეკოლოგიის, ეკონომიკის და სხვა მიმართულებებით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა საკითხი, რომელთა უფლებების დასაცავად პირველად სწორედ კახა კალაძემ გადადგა ქმედითი ნაბიჯები. ამ კონკრეტული ქმედებების შედეგი იქნება ის, რომ ეტაპობრივად ათასობით ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ელოდნენ", - განაცხადა კილაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ავტოპარკის ტექდათვალიერებას იწყებს. ასევე თბილისის მერია მომავალი წლიდან ვაკის პარკისა და ვერის ბაღის რეაბილიტაციას იწყებს და ა.შ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა