რადიო “პალიტრამ” აჭარაში მაუწყებლობის დაწყება და 10 წლის იუბილე, ქალაქ ბათუმში, გემზე გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა. წვეულებას გემი „ბათუმი“ მასპინძლობდა. საღამოზე მისული სტუმრები რადიო “პალიტრის” 10 წლიან ისტორიას და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. წვეულებას რადიოს პარტნიორი კომპანიის წარმომადგნელები და ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. გაიმართა გათამაშებები, ღონისძიება კი გრადნიოზული ფოიერვერკითა და ტორტის გაჭრით დასრულდა.
რადიო “პალიტრის” წვეულების პარტნიორები იყვნენ: გენერალური სპონსორი "ფინკა ბანკი საქართველო", ღონისძიების პარტნიორი ფრანგული კოსმეტიკის ბრენდი „ნუქსი“, მაღაზიათა ქსელი ზოდი, დეოდორანტები ფრანგული პარფიუმით OE, „18 კარატი ფრეშეს ქრაფთს“ - ექსკლუზიური უმაღლესი 750 სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტები franco fontana-ს ქართველი პარტნიორებისგან; ნუტრი კოსმეტიკური ბრენდი „ვიადერმი“; კომპანია „გაგრა პლუსი“ კი არაყი სტოლით იყო წარმოდგენილი.
(R)