ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მე-2 საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ დაიხურა

ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მე-2 საერთაშორისო კონკურსი საზეიმოდ დაიხურა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ცერემონიაზე კონკურსის დამაარსებელმა თამარ ლიჩელმა 4 ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, I-II-III პრემიის გამარჯვებულები, ასევე ცნობილი მუსიკოსებისა და მუსიკალური ორგანიზაციების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი მონაწილეები დააჯილდოვა.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული ადგილების მიხედვით, კონკურსანტებისათვის გაიცა სოლიდური ფულადი ჯილდოები. ცნობისთვის, კონკურსის საპრემიო ფონდი წელს 15 000 ათასი ლარით განისაზაღვრა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაწესდა.

კონკურსი საზეიმოდ 20 ივნისის გაიხსნა და 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში საქართველოს გარდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან ჩამოსულმა 6- დან 25 წლამდე ასაკის კონკურსანტმა მონაწილეობა მიიღეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტს ინფორმაციით, საკონკურსო მოსმენებში მონაწილეები ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა, ბოსტონის ნიუ-ინგლანდის კონსერვატორიის პროფესორმა ალექსანდრე კორსანტიამ, ჩაიკოვსკის და კლივლენდის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატმა, გამოჩენილმა პიანისტმა ალექსანდრე გინდინმა და კონკურსის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, პიანისტმა თამარ ლიჩელმა შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ კონკურში წარმატული გამოსვლა ჰქონდა ბორჯომის სამუსიკო სკოლის პედაგოგების მარინა რატიანისა და მარინა გაბაშვილის მოსწავლეებს. პატარა პიანისტები ბარბარე გაგლოშვილი, ლიზი ხაჩიძე და საბა ლომსაძე კონკურის მე-2 და მე-3 ადგილების მფლობელები გახდნენ. დიპლომით დაჯილდოვდა ასევე ბორჯომის სამუსიკო სკოლა, კონკურსის დაარსებიდან დღემდე აქტიური მონაწილეობისა და ჩართულობისათვის.

აღსანიშნავია, რომ წელს კონკურსმა ფესტივალის სტატუსიც მიიღო. კონკურსანტების მოსმენელებთან ერთად 21, 24 და 25 ივნისს გაიმართა გამოჩენილი პიანისტების ალექსანდრე გინდინის, გიგი პიანომენისა და ბექა გოჩიაშვილის კონცერტები.

საკონკურსო დღეებს სასტუმრო Crowne Plaza-მ უმასპინძლა.

„ცნობისთვის, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი 2015 წელს ღვაწლმოსილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თენგიზ ამირეჯიბის საპატივსაცემოდ დაარსდა. 2017 წელს კონკურსს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. კონკურსის მიზანი კლასიკური მუსიკით ახალგაზრდების დაინტერესება და მათი საშემსრულებლო დონის ამაღლებაა. კონკურსის დაარსებიდან დღემდე მისი აქტიური მხარდამჭერი ბორჯომის მუნიციპალიტეტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს