მამუკა ბახტაძე დევნილებს - ჩემთვის ნაცნობია ის ტკივილი, რასაც თქვენ გრძნობთ - ბავშვობის დიდი ნაწილი ოჩამჩირეში მაქვს გატარებული და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი

ჩემთვის ძალიან ნაცნობია ის ტკივილი, რასაც თითოეული თქვენგანი გრძნობს, ჩემი ოჯახის წევრები არიან ოჩამჩირედან. ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული ოჩამჩირეში და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იმ დევნილებს, რომლებსაც ზუგდიდში ახალი ბინები გადაეცათ.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, დღეს 240 ოჯახი მიიღებს ბინას. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა მშენებლობის დროულად დასრულებაში და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ახალი ბინებით კიდევ 360 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება, რისთვისაც მშენებლობა უკვე დაწყებულია.

„მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ძალიან ნაცნობია ის ტკივილი, რასაც თითოეული თქვენგანი გრძნობს. ჩემი ოჯახის წევრები არიან ოჩამჩირედან. ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი მაქვს გატარებული ოჩამჩირეში და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რა უნდა იყოს პასუხი ამ გამოწვევებზე - ამ გამოწვევებზე ჩვენი მხრიდან პასუხი უნდა იყოს ის ერთსულოვნება, ხასიათის სიმტკიცე, რაც თითოეულმა თქვენგანმა აჩვენა და დაგვანახა მომავალ თაობას. დღეს, ამ ახალ შენობაში ორ ბინას მიიღებს ბიგვავების მრავალშვილიანი ოჯახი - მათ ჰყავთ შვიდი შვილი და აი ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე. ერთსულოვნება, ხასიათის სიმტკიცე, გამრავლება და განათლება - როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს წარმატებით გავაკეთებთ, მინდა, თითოეულ თქვენგანს სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო და შევპირდე, რომ ჩვენი გულისწადილი აუცილებლად ახდება. ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენ გვეკუთვნის ყოფნა,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დევნილი ოჯახებისთვის ახალი ბინების გადაცემის ღონისძიებაზე ზუგდიდში იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს