გიორგი გახარია - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება

გამოყოფილი საქმის ფარგლებში, რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის სხდომებზე გამოვლენილი გარემოებების შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გახარიას თქმით, შეფასებებს ის კომისიის საქმიანობის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან მიმართებაში შექმნილია საპარლამენტო კომისია. საპარლამენტო კომისიამ მუშაობა ახლახან დაიწყო და გრძელდება. მე იმის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს ხორავას ქუჩის მკვლელობასთან დაკავშირებით, როდესაც კომისიის წევრები მუშაობას დაასრულებენ. ამ ეტაპზე, არანაირი შედეგი არ დაუდია კომისიას, რადგან მისი მუშაობის ვადა არის სამი თვე და სულ რაღაც სამი დღეა მუშაობს. ეს თემა დავხუროთ ახლა. გამოყოფილია ცალკე საქმე, რომელიც 27 დეკემბერს გამოიყო. ამ საქმის ფარგლებში, სიტუაციის, მოვლენების განვითარების არც ერთ შემთხვევას, არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ. როგორც იცით, ახალ, გამოყოფილი საქმის ფარგლებში, რამდენიმე ახალი დაკავებული გვყავს და როგორც ჩანს, ეს დაკავებები გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა