რომან გოცირიძე - „ქართუს“ რეზერვი ამოიწურა და ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ ამ ბანკის მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში

ამოიწურა „ქართუს“ რეზერვი და ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ „ქართუს“ მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, კარგი იქნება თუ მართლა რომელიმე პროფესიონალს მოიწვევენ საზღვარგარეთიდან, თუმცა თვლის, რომ „ღირსების და პროფესიული ნიშნების მქონე ადამიანი ამ მინისტრთა კაბინეტში მუშაობას არ დათანხმდება“.

„თუ ჩვენ გადავხედავთ „ქართული ოცნების“ მინისტრების შემადგენლობას, ამ ექვსი წლის განმავლობაში,შეიძლება ვთქვათ, რომ ესენი არიან შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, რომელთაც არავინ იცნობდა და ვერც ვერავინ გაიცნობდა, ისინი რომ მუშაობდნენ „ქართუ ბანკში“ და „ქართუს“ სისტემაში. ამოიწურა „ქართუს“ რეზერვი და ნურც ის გაგიკვირდებათ, თუ „ქართუს“ მზარეულს ვიხილავთ მინისტრთა კაბინეტში. ახლა უკვე უცხოეთში ეძებენ კადრებს. უცხოეთი ბუნებრივია არ არის „ქართუს“ გავლენის სფეროში და კარგი იქნება თუ მართლა პროფესიონალს მოიწვევენ საზღვარგარეთიდან. მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ ღირსების და და პროფესიული ნიშნის მქონე ადამიანმა ამ მინისტრთა კაბინეტში გადაწყვიტოს მუშაობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო