უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ თბილისის მერიასთან ბლოკი და ცემენტი მიიტანა და უკანონო მშენებლობები გააპროტესტა

უფლებადამცველმა მამუკა ტუსკაძემ თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა. მან მერიასთან სამშენებლო მასალები: ბლოკი და ცემენტი მიიტანა, რომლითაც, მისი თქმით, მერიის შენობასთან ბლოკით მიშენებას აპირებდა. როგორც მამუკა ტუსკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ფორმით ის დედაქალაქში უკანონო მშენებლობას აპროტესტებდა.

მამუკა ტუსკაძეს მიშენების საშუალება თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა, რის გამოც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ კი მამუკა ტუსკაძემ თბილისის მერიის ტერიტორია დატოვა და განაცხადა, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის სახლთან აპირებს გადანაცვლებას. ტუსკაძის განმარტებით, უკანონო მშენებლობას პროტესტის ნიშნად ახლა უკვე კალაძის სახლთან გააგრძელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა