აკაკი ბობოხიძე - პროკურორ ფხაკაძის გამოსვლებზე ტვინში სისხლი თუ არ ჩამექცევა, არ მგონია - ეს კაცი ბრიყვია თუ თავს იბრიყვებს?

პროკურორ ფხაკაძის გამოსვლებზე ტვინში სისხლი თუ არ ჩამექცევა, არ მგონია - ეს კაცი ბრიყვია თუ თავს იბრიყვებს? - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორ ზვიად ფხაკაძის გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ძალიან ცუდად შემოუბრუნდება, თუ სარალიძის თემა სამთავრობო ცვლილებებში არ აისახა.

„იმას, რომ მთავრობა დაკომპლექტდება მხოლოდ სარალიძის თემის ნიშნით, რა თქმა უნდა, ამას არ ველოდები, მაგრამ ვშიშობ, რომ მთავრობის დაკომპლექტების დროს საერთოდ არ იყოს ეს თემა თუნდაც მცირე ნაწილით გათვალიწინებული, ისეთი კანდიდატები სახელდება მინისტრობის კანდიდატებად.

მინდა მამუკა ბახტაძეს კეთილი რჩევა მივცე - თუ სარალიძის თემა რაღაც დოზით არ იქნება გათვალისწინებული მთავრობის დაკომპლექტების დროს, მაშინ ის იქნება პასუხისმგებელი არა მარტო იმაზე, როგორ გაგრძელდება პროცესები მომავალში, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ პასუხისმგებელი იქნება წარსულზეც. ჩვენ პარტიული ნიშნით და პარტიული ინტერესით შეიძლება დაინტერესებულიც კი ვიყოთ, რომ წულუკიანი დარჩეს მინისტრად. მის წინააღმდეგ არის მთელი არასამთავრობო ორგანიზაციები. მე არა მაქვს ილუზია, რომ თქვენ გეშინიათ ოპოზიციის; თქვენ ძალიან თამამები იქნებით პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ჩვენი მოქმედებებიც გათვლილია და თქვენი პასუხებიც განსაზღვრული, მაგრამ ახალგაზრდებისგან როდის რას ელოდოთ, არ იცით. არ იცით, როგორ შეიძლება უპასუხოთ მათ და საკმარისია პატარა შეცდომა და ყველაფერი დაგემხობათ, ამიტომ აბსოლუტურად სწორად გეშინიათ ახალგაზრდების. რაც უფრო უკმაყოფილო დარჩება ახალგაზრდობა, საზოგადოების ფართო ფენები სარალიძის საკითხზე და თქვენს რეაგირებაზე, წმინდა პარტიული კუთხით შეიძლება ეს უფრო გვაწყობდეს, მაგრამ არ შეიძლება ეს აწყობდეს ქვეყანას. არ შეიძლება გადიოდეს ათწლეულები და ხელისუფლებას ჰქონდეს მცდარი განცდა დაუსჯელობის“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როცა უკან არ იხევდა, ეს არა სიძლიერით, არამედ სისუტით იყო განპირობებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო