სოფიო ქაცარავა - ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის მიმართ ადეკვატურები და რეალისტურები უნდა ვიყოთ

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესის მიმართ ადეკვატურები და რეალისტურები უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები კეთდება და ეს არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს.

“მოვისმინეთ განცხადებები ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის, რომ ამ მოცემულობისადმი სიმძაფრის განცდა არავის არ აკლია. ყველას ინტერესშია, რომ მოხდეს ამ სიის ეფექტიანი განხორციელება. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიზანი. ჩვენ გავაკეთეთ და ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ ეს პროცესი სწრაფად წარიმართოს. ვთვლი და ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ ამ პროცესის მიმართ ყველას ჰქონდეს ადეკვატური და რეალისტური მიდგომა იმისთვის, რომ პროცესი წარიმართოს სწორად და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, რათა ჩვენი მოლოდინები გამართლდეს. მოვისმინე საკმაოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები და ეს არავის ინტერესში არ უნდა იყოს. ამ პროცესის მიმართ ადეკვატურები უნდა ვიყოთ და ხელისუფლება აუცილებლად გაგრძელებს მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ამ საკითხზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პარლამენტში გუშინ შევიდა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-პირიან სიაში შემდეგი ადამიანები არიან შეყვანილი: 1. დავით ჯემალის ძე გურწიევი; 2. ალიკ ფიროდის ძე ტაბოევი; 3. რაშიდ კანჯიოღლი; 4. სლავის სვიატოსლავის ძე ბადია; 5. რაულ მახტის ძე კორტავა; 6. ზაურ ანდროს ძე ჭითანავა; 7. ციბრონა (ეკა) ახალაია; 8. ოთარ ტურნანბა; 9. ალიკა წაბრია; 10. რუსლან დომენტის ძე ჯოპუა; 11. როზა ჯოჯოს ასული მირცხულავა; 12. დიმიტრ არშბა; 13. ვლადიმერ გუნია; 14. ალხაზ მირცხულავა; 15. გია ტუჟბა; 16. გენრიხ გენრიხის ძე ჭანბა; 17. ვლადიმერ გრიგოლის ძე ანუა; 18. ზაურ ცეცხლაძე იგივე მიხეილ თარბა; 19. გენადი ბაგრატის ძე აშხაცავა; 20. გელა ალეკოს ძე ვანაჩა; 21. ოთარ ფალავანძია; 22. ოლეგ პაპასკირი; 23. აფრიკან ბგანბა; 24. ვახტანგ უბირია; 25. ვლადიმერ ემინის ძე ნაჩაჩ-ოღლი; 26. შურიკ (ალექსანდრე) კოკოსკერია; 27. ლევ სარდინოის ძე ბიჩენოვი; 28. გია თუაევი; 29. ფისო ივანეს ძე ვაზაგოვი; 30. თამაზ ოთარის ძე ბესტაევი; 31. რამჩიკ ედიკას ძე ფუხაევი; 32. არკადი ოთარის ძე ძერანოვი; 33. ზურაბ თენგიზის ძე დუდაევი.

აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა