ზურაბ ჭიაბერაშვილი - ისევე როგორც კვირიკაშვილმა ვერ დაზოგა თანხები სტრუქტურული ცვლილებებით, ასევე ვერ დაზოგავს ბახტაძეც

ისევე როგორც კვირიკაშვილმა ვერ დაზოგა თანხები სტრუქტურული ცვლილებებით, ასევე ვერ დაზოგავს ბახტაძეც, - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის ყველა კაბინეტი, წარუმატებელი იქნება მამუკა ბახტაძის კაბინეტიც.

„ჯერ კიდევ როდესაც კვირიკაშვილმა წარმოადგინა ახალი მთავრობა და მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმა, მაშინაც იყო ხსენებული თავად მამუკა ბახტაძის მიერ ტერმინი - მცირე მთავრობა, თუმცა ისევე როგორც დღეს, მაშინაც, მცირე მთავრობის იდეა არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ბატონი ბახტაძის მიერ. მცირე მთავრობა არ ნიშნავს უბრალოდ ბიუროკრატიის შემცირებას, მცირე მთავრობა არ ნიშნავს სამინისტროების რაოდენობაზე დავას. მცირე მთავრობა ნიშნავს ნაკლებგადასახადს, ნაკლებ რეგულირებას, როდესაც მთავრობა ადამიანთა ცხოვრებასა და ეკონომიკაში, ნაკლებად ერევა. ისევე როგორც კვირიკაშვილმა ვერ დაზოგა თანხები სტრუქტურული ცვლილებებით, ასევე ვერ დაზოგავს ბახტაძეც“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს არაფერს ეუბნება 3.9% ადმინისტრაციული ხარჯი მშპ-სთან და ადამიანურ ენაზე ამ რიცხვებით ჟონგლიორობა ნიშნავს ერთ რამეს - წელს მთავრობა არ აპირებს რამე მოიკლოს საკუთარი ჯიბიდან.

„სინამდვილეში, გასაკეთებელია გადასახადების შემცირება და უნდა გადალაგდეს ბიუჯეტი ისე, რომ უარი ითქვას ბევრ უყაირათო პროგრამაზე. ამ ყველაფრის გაკეთებას უნდა პოლიტიკური ნება, თუმცა ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გაანაწყენოთ საკუთარი პოლიტიკურ აქტივი, უმიზნო და უყაირათო პროგრამებზე მიბმული ბიზნესები, რომლებიც ისევ თქვენთან რიცხავენ ფულს. თუმცა, არ არის ამის გამკეთებელი ბატონი ბახტაძე და ამიტომ, შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხელში არ გაგრძელდეს სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, თუმცა გაგრძელდება ფასების ზრდა და ვერ დაიძლევა სიღარება და უმუშევრობა“, - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა