დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, რომელზეც ბრალი მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავიდა

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, რომელზეც ბრალი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. მოსამართლე შორენა გუნცაძემ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღეს დაასრულა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ირმა ინასარიძემ, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა, დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა თქვა. ადვოკატმა ყურადღება საქმის პოლიტიკურ მოტივებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქმის მთავარი მოწმეები მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მტრები არიან.

დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ მხარეებმა რეპლიკებით ისარგებლეს, რის შემდეგაც მოსამართლე შორენა გუნცაძე სათათბიროდ გავიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედება ბრალად. მასთან ერთად ამავე საქმეზე პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე მიეცნენ. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილის, კოდუასა და სირაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენებია დამდგარი. კერძოდ, ივანე მერაბიშვილს საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა