ზაზა გაბუნია - პოლიტიკაში არსებობს სახელმწიფოებრივი მიდგომები და არსებობს ფუქსავატობა, ოპოზიციის ერთი ნაწილი სამთავრობო გუნდზე საუბრისას მეორე გზას ირჩევს

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია იმ შეფასებებს ეხმაურება, რომელიც მამუკა ბახტაძის სამომავლო გუნდის მიმართ ოპოზიციის წევრებმა გააკეთეს.

გაბუნიას განცხადებით, იმ ფონზე, როცა ჯერ ოპოზიციონერ კოლეგებს არ უნახავთ არც პროგრამა და არ გაცნობიან სამთავრობო გუნდის ახალ სახეებს, სრულიად არასერიოზულია მცდელობა იმისა, რომ შექმნან უნდობლობის აურა და განწყობები მომავალ სამთავრობო გუნდთან მიმართებაში.

„პოლიტიკაში არსებობს სახელმწიფოებრივი მიდგომები და არსებობს ფუქსავატობა, ოპოზიციის ერთი ნაწილი სამწუხაროდ მეორე გზას ირჩევს სამთავრობო გუნდზე საუბრისას. მოვუწოდებ მათ, კრიტიკა და კამათი გავხადოთ საგნობრივი. თუ ვინმეს არ მოსწონს რამე, ამას სჭირდება არგუმენტები, მაგრამ როცა კრიტიკულ პოზიციას გამოხატავ მაშინ, როცა ამის მიზეზი არ გაქვს და ვერც გექნება, რადგან ჯერ არც პროგრამა გინახავს და არც კანდიდატები, ეს ძალიან არასერიოზულ იმიჯს უქმნის თავად კრიტიკის ავტორებს," - აცხადებს ზაზა გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წევრების აზრით, ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის წარმატებულობის წინაპირობა არ არსებობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს