რომან კაკულია - მინდა, რჩევა მივცე პრემიერს, მნიშვნელობა მიანიჭოს თაროზე შემოდებულ დოკუმენტებს, რომელსაც მთავრობის სტრუქტურების დებულება ჰქვია

მინდა, რჩევა მივცე პრემიერს, შეკითხვები რომ არ იყოს, მინდა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს ზოგ შემთხვევაში თაროზე შემოდებულ დოკუმენტებს, რომელსაც მთავრობის სტრუქტურების დებულება ჰქვია, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროების გაერთიანების შემდეგ უნდა დაიწეროს დებულებები, რომლებშიც მიზნები ადეკვატურად იქნება ასახული.

“მინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადო პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ცალსახად სურს, შეცვალოს რეალობა და როცა ასეთი სურვილი არსებობს რეალობის შეცვლის, ეს ყოველთვის შინაგან ენერგიას მოითხოვს. ასეთ დროს ადამიანს გვერდით დგომა სჭირდება. ბევრი იქნება ასეთ დროს კრიტიკაც, მაგრამ იმისთვის, რომ ეს კრიტიკა დავიყვანოთ ნულამდე, აუცილებელია ამ ცვლილებების ადეკვატურობა დავინახოთ. ერთი რჩევა მინდა მივცე პრემიერს მომავალი რეორგანიზაციის პროცესში - შეკითხვები რომ არ იყოს, მინდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს ზოგ შემთხვევაში თაროზე შემოდებულ დოკუმენტებს, რომელსაც მთავრობის სტრუქტურების დებულება ჰქვია. ბევრი თანამშრომელი ვიცი სამინისტროში, რომელსაც წაკითხულიც არ აქვს სამინისტროს დებულება და ახლა იმაზე მიდის საუბარი, რომელი სამინისტროა ადეკვატური და რომელი - არა. კარგი შანსი გვაქვს ამ სამინისტროების დებულებების მეშვეობით მიზნების ადეკვატურობა ავსახოთ“, - განაცხადა კაკულიამ.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა