არჩილ თალაკვაძე - ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 33 პირისგან შემდგარ სიაში მხოლოდ ორს ხედავს და 31 ადამიანს ვერა

ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 33 ადამიანისგან შემდგარ სიაში მხოლოდ ორს ხედავს და 31 ადამიანს ვერა - ეს აჩვენებს, თუ რაზე არიან ეს ადამიანები ორიენტირებული, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდაცვლილი პირებიც არის შეყვანილი.

თალაკვაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობას სიაში შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიუღია.

„ჩვენი მხრიდან ცალმხრივად იმის ჩათვლა, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან, იურიდიულად სწორი არ არის," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ სიას ზოგადად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას არავითარი კავშირი არ აქვს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებასთან, ოჯახებთან და იმ ურთიერთობებთან, რომელიც ქართველებს აფხაზ და ოს ძმებთან აქვს.

"საკითხის ინტერპრეტაცია არასწორია და უსარგებლო მცდელობაა. ჩვენ სამშვიდობო ინიციატივებს გავაგრძელებთ. რაც შეეხება კრიმინალებსა და დანაშაულის ჩამდენ პირებს, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. სია დახურული არ არის, მასში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს - შესაძლოა, სხვა გვარებიც დაემატოს მას შემდეგ, რაც ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს ბრალი წარედგინებათ. ჩვენთვის პრინციპული იყო როგორც ოთხოზორიას, ასევე ტატუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, ბრალდებული და შესაძლო მონაწილე პირები ყოფილიყვნენ სიაში შეყვანილი და ასეცაა გაკეთებული. თუ აფხაზეთიდან ან ცხინვალიდან სერიოზულ მონაცემებს მივიღებთ, სიის ცვლილებას სერიოზულად განვიხილავთ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია, მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა, რომელშიც 33 პირისგან შედგება. ოპოზიციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიაში რამდენიმე გარდაცვლილი ადამიანია შეყვანილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო