ანრი ოხანაშვილი - მოვისმინეთ „ევროპული საქართველოს“ განცხადებები და საზოგადოება განსჯის რამდენად სწორია პროკურორის მისამართით ისაუბრო, რომ ის ბრიყვი და თავხედია

დღეს მოვისმინეთ განცხადებები აკაკი ბობოხიძის მხრიდან, გუშინაც მოვისმინეთ „ევროპული საქართველოს“ განცხადებები და საზოგადოება განსჯის რამდენად სწორია პროკურორის მისამართით ისაუბრო, რომ ის ბრიყვია, თავხედი და ა.შ., - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა გამოიჩინა დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ნება, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მმართველი გუნდი იჩენს ასეთ დიდ პასუხისმგებლობას და ქმნის საგამოძიებო კომისიას და ამასთანავე, ამ კომისიის ხელმძღვანელობას აბარებს საპარლამენტო უმცირესობას. ჩვენ ვიცოდით რა რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ საპარლამენტო უმცირესობამ გამოიჩინოს დიდი პასუხისმგებლობა და ანალიზზე დაფუძნებით იმუშავოს საგამოძიებო კომისიაში. თუმცა, ეს რისკები სამწუხაროა, რომ მართლდება. დღეს ვიხილეთ განცხადებები აკაკი ბობოხიძის მხრიდან, გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები და საზოგადოება განსჯის რამდენად სწორია პროკურორის მისამართით ისაუბრო, რომ ის ბრიყვია, თავხედი და ა.შ. ჩვენ ვიმედოვნებდით და ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ საპარლამენტო უმცირესობა გამოიჩენს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და ანალიზზე დაფუძნებით წარმართავს მუშაობას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, კომისიის ვალდებულებაა უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დაცვით იმუშაოს.

„ჩვენ თუ შევქმნით განწყობას, გავაკეთებთ წინასწარ შეფასებებს მაშინ, როდესაც დასაკითხია ათობით მოწმე, ეს არის სახიფათო, რომელიც არ იქნება სასიკეთო დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის და არ უნდა შექმნას საფრთხე კომისიის დისკრედიტაციისთვის. „ევროპულ საქართველოს“ აქვს შანსი იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, თუმცა თქვენი მხრიდან წინასწარი სურათის შექმნა და ასეთი განცხადებების გაკეთება, თქვენს ნეიტრალურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩვენი მიზანია, რომ ეს საქმე შევისწავლოთ სრულად, გამოვკითხოთ ყველა პირი და თუ რაიმე ფორმით ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი მიუხედავად თანამდებობისა“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო