თინა ბოკუჩავა - „საარჩევნო კოდექსში“ მნიშვნელოვანი ცვლილება შედის, რომელიც ამომრჩევლის ნების კონტროლის შეზღუდვას ითვალისწინებს

სხვა ტექნიკურ ცვლილებებთან ერთად „საარჩევნო კოდექსში“ მნიშვნელოვანი ცვლილება შედის, რომელიც ითვალისწინებს ამომრჩევლის ნების კონტროლის შეზღუდვას. თუმცა ჩემი აზრით, წარსულშიც და მომავალშიც მთავარი პრობლემა აქ იქნება არა თავად კანონი და მისი ფორმულირება, არამედ მისი ინტერპრეტაცია და გამოყენება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადა, სადაც სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს აცნობს.

შეხვედრა პარტიების წარმომადგენლებთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება ყოველგვარი საკანონმდებლო წესისა თუ პროცედურის მანიპულაციას მოახდენს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, შესაბამისად, მთავარი პრობლემა კვლავ დარჩება აღნიშნული კონკრეტული მუხლის ინტერპრეტაცია.

„სხვა ტექნიკურ ცვლილებებთან ერთად საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილება შედის, რომელიც ითვალისწინებს ამომრჩევლის ნების კონტროლის შეზღუდვას. თუმცა, ჩემი აზრით, წარსულშიც და მომავალშიც მთავარი პრობლემა აქ იქნება არა თავად კანონი და მისი ფორმულირება, არამედ მისი ინტერპრეტაცია და გამოყენება. ამომრჩევლის ნების კონტროლი ძალიან უხეშად გამოიყენა ივანიშვილის ხელისუფლებამ წინა არჩევნებზე იმისთვის, რომ დაედოთ შესაბამისი შედეგი და ახლა მათი დავარდნილი რეიტინგის ფონზე ივანიშვილის ხელისუფლება ყოველგვარი საკანონმდებლო წესისა და პროცედურის მანიპულაციას მოახდენს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ასე რომ, მთავარი პრობლემა კვლავ დარჩება ამ კონკრეტული მუხლის ინტერპრეტაცია, დანარჩენი, სხვა საკანონმდებლო ცვლილებები უფრო ტექნიკური ხასიათის ცვლლებებს წარმომადგენს საარჩევნო კოდექსში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ამომრჩევლის ნების კონტროლი ითვალისწინებდა ამომრჩევლის პირადი მონაცემების ამოკრებას, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აძალებდნენ კონკრეტულ ამომრჩეველს, რომლებიც ძირითადად საჯარო სექტორში იყვნენ დასაქმებული, გამოცხადებულიყვნენ არჩევნებზე და ხმა მიეცათ კონკრეტულად „ქართული ოცნებისთვის“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე განმარტა, რომ აღნიშნულის აღმოსაფხვრელად არასამთავრობო სექტორი, ომბუდსმენი, ყველა აცხადებდა, რომ ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

„ახლა საარჩევნო კოდექსში შედის ცვლილება კონკრეტული ფორმულირებით. თუმცა სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ეს არ გახდება იმის გარანტი, რომ ასეთი ტიპის პრაქტიკა აღარ განმეორდეს. ამიტომ, აქ იქნება მთავარი სწორი ინტერპრეტაცია და არა ფორმულირების გამართვა. ამომრჩევლის ნების კონტროლი ერთ-ერთი მთავარი გაყალბების მექანიზმი იყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნებზე გამოიყენა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო