ქეთევან ციხელაშვილი - „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“ არ არის დახურული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გაფართოვდეს მიმდინარე გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე

„ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“ არ არის დახურული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გაფართოვდეს მიმდინარე გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სია არ არის ერთი პირის მიერ დაკომპლექტებული და მის შედგენაში სამართალდამცავები მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სიაში მყოფი ზოგიერთი პირი შეიძლება არ იყოს ცოცხალი, სახელმწიფო მინისტრი განმარტავს, რომ ეს ვერ იქნებოდა სამართალდამცავებისთვის იმის საფუძველი, რომ საქმე დაეხურათ.

„ეს სია არ არის დახურული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გაფართოვდეს მიმდინარე გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც გამოეხმაურა.

როგორც ციხელაშვილმა განაცხადა, ოთხოზორიას მკვლელი უნდა დაისაჯოს.

„ჩვენ არ შევურიგდებით ადამიანის უფლებების ხელყოფას, ღირსების შელახვას და წამებას. ყველა შეხვედრის, რომელიც გალში იმართება, მთავარი თემა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა და მისი მკვლელის დასჯაა. მკვლელობა უნდა იყოს ყველასთვის შეუწყნარებელი. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ დანაშაულს. დამნაშავეს არ აქვს ეროვნება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ 33 პირის შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა. „არსებული გარემოებების გათვალისწინებით, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უკიდურესად დესტრუქტიული ქმედებებით, რომელსაც პროვოკაციული ხასიათი აქვს და შეუძლია სრულად გამოუთხაროს ძირი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა