სოფიო კილაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, სახალხო დამცველის ოფისი ადეკვატური სამუშაო პირობებით უზრუნველყონ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, სახალხო დამცველის ოფისი ადეკვატური სამუშაო პირობებით უზრუნველყონ.

„მოვუწოდებ ყველა შესაბამის უწყებას, გაატარონ შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ სახალხო დამცველის ოფისი ადეკვატური სამუშაო პირობებით უზრუნველყონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები აბსოლუტურ პრიორიტეტად არის აღიარებული ჩვენი ხელისუფლების მიერ, დაუშვებელია, სახალხო დამცველს უწევდეს ყოფით საკითხებზე ზრუნვა და იმაზე ზრუნვა, სად განათავსოს საკუთარი თანამშრომლები. ამიტომ ძალიან გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება და გაატაროთ შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოიხსნას“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის და მიმდინარე წლის 2 ივლისამდე სამუშაო პროცესი შეაჩერა. ამის მიზეზი შენობის ავარიული მდგომარეობაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს