გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის და რუსული მხარის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს შეხვედრის დაწყებისას დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი განაცხადეს, რომ შეხვედრას დატოვებდნენ.

როგორც ანთაძემ ჟერნალისტებს ენგურის ხიდზე განუცხადა, საპასუხოდ მათ ადეკვატური პასუხი გასცეს, რომ ეს საკითხი ქართული მხარისთვის არის პრინციპული და მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც დე ფაქტო აფხაზეთის და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.

ამ დროისთვის უცნობია გაიმართება თუ არა მორიგი შერეული შეხვედრა გალში.

რაც შეეხება „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიას“, ანთაძის თქმით, მეორე მხარემ ეს საკითხი პოლიტიკური სიმულაციებისთვის გამოიყენა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო