Yandex.Taxi-მა თბილისში „საბავშვო“ ტარიფი გაუშვა

27 ივნისს Yandex.Taxi-მა თბილისში „საბავშვო“ ტარიფი გაუშვა. ახალი ტარიფით ქალაქში Moni-ს ფირმის საბავშვო სკამებით აღჭურვილი Toyota Prius-ის მარკის 200 ავტომობილი მოძრაობს.

ყველა მანქანა აღჭურვილია Moni Armor-ის ან Moni Ares-ის სკამებით. ეს სავარძლები უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტ ECE-R44/04-ს შეესაბამება და განკუთვნილია 1 წლიდან 7 წლამდე ბავშვებისთვის. უფრო მოზრდილი ბავშვისთვის Moni Armor-ის სავარძელი შესაძლებელია ბუსტერად ტრანსფორმირდეს.

„საბავშვო“ ტარიფის მძღოლები გადიან დამატებით გადამზადებას: სწავლობენ სკამის სწორად დამონტაჟებას და მოწყობას, მშობლებთან ურთიერთობას და სწორ რეაგირებას პატარა მგზავრების ქცევებზე.

„მოვიდა დრო, რომ საქართველომ, როგორც ევროპული სივრცის წარმომადგენელმა, ტრანსპორტის უსაფრთხოების ევროპული სტანდარტები უნდა დაამკვიდროს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება. ადამიანები ხშირად სარგებლობენ ტაქსით ოჯახთან ერთად გადაადგილებითვის, მშობლები ხანდახან შვილებს ტაქსით საბავშვო ბაღსა ან სკოლაში უშვებენ. „საბავშვო“ ტარიფისთვის ჩვენ აღვჭურვეთ ავტომობილები კოფორტული და უსაფრთხო სკამებით, რათა პატარა მგზავრები საიმედოდ იყვნენ დაცულები“, - აცხადებს თეიმურაზ ხმელიძე, Yandex.Taxi-ის რეგიონული განვითარების დირექტორი საქართველოში.

InterPressNews.Ge„საბავშვო“ ტარიფით ავტომობილის გამოძახების ღირებულება 2,6 ლარია. ფასში შედის 2 კილომეტრი და 5 წუთი მგზავრობა.

Yandex.Taxi — ტაქსის ონლაინ გამოძახების სერვისია. ის განსაზღვრავს მომხმარებლის ადგილმდებარეობას და უგზავნის შეკვეთას იმ მძღოლს, რომელსაც ყველაზე სწრაფად შეუძლია მოსვლა. Yandex ტექნოლოგიები — ეს მოთხოვნის და საცობების პროგნოზირებაა, მარშრუტიზაცია რუქაზე და შეკვეთების განაწილება ალგორითმების მეშვეობით, რაც ტაქსს გაცდენის დროის შემცირებასა და უქმი სვლის გარბენის დროის შემცირებას უწყობს ხელს, რის შედეგად მგზავრობა უფრო იაფი ხდება, მძღოლების შემოსავალი კი მეტი. საქართველოში სერვისით სარგებლობენ თბილსის, ბათუმის და რუსთავის მაცხოვრებლები. უფასო აპლიკაცია Yandex.Taxi ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ისთვის ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო