არჩილ თალაკვაძე აკაკი ბობოხიძეს - მგონი უხმო რეჟიმში უყურებთ ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის სხდომებს - დუმილი ჰქვია იმ სამუშაო პროცესს, რაც კომისიაში მიდის?!

ხორავას ქუჩაზე მომხდარზე ყველა კითხვას გავცემთ პასუხს - საზოგადოება დარწმუნდა, რომ მხოლოდ სიმართლის დადგენა გვაინტერესებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

“მინდა აკაკი ბობოხიძეს ვუპასუხო, რომელმაც თქვა: - დუმილი ძვირი დაგიჯდებათო. ბატონო კაკო! მგონი უხმო რეჟიმში უყურებთ საგამოძიებო კომისიის სხდომებს. თუ შეიძლება დამიდასტუროთ, მართლა ხმა გაქვთ თუ არა ჩართული - დუმილი ჰქვია იმ სამუშაო პროცესს, რაც კომისიაში მიდის?! კომისიის ყველა წევრს გვაქვს კონკრეტული კითხვები და საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ სიმართლის დადგენა გვაინტერესებს. რაც უკვე აშკარად გამოიკვეთა არის ის, რომ რეალურად 30 დღის ვადაში არის ჩატარებული ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ამ საქმეში დევს და რაზეც მტკიცებულებები არის შეკრებილი, პასუხისგებაში მიცემულია ცხრა ადამიანი და აქედან შვიდი პატიმრობაშია. შედეგი ეს არის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო