ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან საკანონმდებლო ცვლილებებს აცნობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან საკანონმდებლო ცვლილებებს აცნობს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების წინადადებათა დიდი ნაწილი პარლამენტმა მოიწონა და ინიცირება მოახდინა.

თამარ ჟვანია არ გამორიცხავს, რომ ეს საკანონმდებლო წინადადებები საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამოქმედდეს.

„სწორედ ამიტომ დეტალებზე კონკრეტულ ინფორმაციას ვაცნობთ პარტიებს. ამავე დროს, დღეს პარტიებთან ერთად ვიხილავთ ხმის დათვლის პილოტური პროექტის შედეგებს. რა იყო დადებითი და უარყოფითი შედეგები“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ეხება დისციპლინური სანქციების საკითხს, არჩევნების დანიშვნის საწყის პერიოდს და ვადებს და სხვა.

რაც შეეხება ხმის დათვლის ელექტრონულ სისტემას, მისი თქმით, იგი ცაისში სამ უბანზე განხორციელდა.

თამარ ჟვანიას განცხადებით, ჰაკერული ჩარევით გამორიცხულია საარჩევნო პროცესის გაყალბება და ეს ტექნოლოგია დაცულია.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმამართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება