თურქეთმა ევროკავშირი მის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა

თურქეთმა ევროკავშირი მის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ევროკავშირმა თურქეთთან მიმართებაში კიდევ ერთხელ გამოავლინა უსამართლო და უპატიოსნო დამოკიდებულება. განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს შორდება, ფარისევლურია და რეალობას არ შეესაბამება“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გუშინ ევროკავშირის საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „თურქეთი ევროკავშირს შორდება“, ხოლო ანკარასთან თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ევროკავშირში ასევე განაცხადეს, რომ ევროკავშირი-თურქეთის საბაჟო კავშირის მოდერნიზაცია შეჩერებულია. გარდა ამისა, ბრიუსელი შეშფოთებულია თურქეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული სიტუაციით.

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი 2005 წელს დაიწყო. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თურქეთმა 35-დან 33 მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კენჭი უყარონ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს