სოფიო კილაძე - მრჩება განცდა, რომ ოპოზიცია ჩასაფრებულია და დაკავებულია იმით, რაც შეიძლება მეტი ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელოს

მრჩება განცდა, რომ ჩვენი ოპოზიცია ჩასაფრებული და დაკავებულია იმით, რომ რაც შეიძლება მეტი ცრუ და ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელოს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ოკუპირებული ტერიტორიები ის საკითხია, რაც მთელს საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს, -ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ოპოზიციის მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ გამოთქმული მოსაზრებები.

სოფიო კილაძის განცხადებით, დე ფაქტო და ოკუპანტი რეჟიმის არც ერთ წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ის დაუსჯელი დარჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ ისაუბრა.

მისივე თქმით, მთელს საზოგადოებას მოეხსენება, რამდენად რთულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ეთნიკური ქართველების მდგომარეობა, რომლებიც უმძიმეს პირობებში იმყოფებიან; განიცდიან დისკრიმინაციას, დევნას, წამებას, არასათანადო მოპყრობას და ა.შ.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რომ ეს ადამიანები დავიცვათ და ჩავერიოთ პრევენციულად. დე ფაქტო და ოკუპანტი რეჟიმის არც ერთ წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის დარჩება დაუსჯელი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. თითოეული მათგანი უნდა დაისაჯოს იმ გატაცების წამების, არასათანადო მოპყრობის, მკვლელობის და სხვა დარღვევებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს და ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მოქალაქეების და არამოქალაქეების დაცვის პრევენციული მექანიზმი,“ - განაცხადა კილაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს