ნინო ლომჯარია - პრემიერისგან მივიღე დაპირება, რომ ომბუდსმენის აპარატისთვის შენობის დასაქირავებლად თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ

პრემიერ-მინისტრისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ პარასკევს მთავრობის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის დასაქირავებლად თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

„მსურს დამატებითი განმარტებები გავაკეთო ჩვენი ოფისის საქმიანობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით: პრემიერ-მინისტრისგან პირადად მივიღე დაპირება, რომ პარასკევს მთავრობის სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის დასაქირავებლად თანხის გამოყოფის საკითხს განიხილავენ. სამწუხაროდ, ჯერ კვლავ ვერ მოიძებნა ისეთ ნაგებობა, რომელშიც სახალხო დამცველის აპარატი გრძელვადიანად, ქირის გარეშე შეძლებს გადასვლას. ჩვენ ვიყავით და თანახმა ვართ ნებისმიერ ფართზე, ნებისმიერ ტერიტორიაზე, რაც დააკმაყოფილებდა აპარატის ნორმალური ფუნქციონირების საჭიროებებს. ერთ-ერთი შენობა, რომელიც აქტიურად განიხილებოდა, ძლიერ დაზიანებული და ავარიული აღმოჩნდა, რაც ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა. შესაბამისად, ძიების პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენს თანამშრომლებთან ერთად ვართ პარასკევის მოლოდინში. იმედია, ორშაბათიდან თუნდაც ნაწილობრივ შევძლებთ საქმისწარმოების აღდგენას, უახლოეს კვირებში კი შეუფერხებლად შევძლებთ მოქალაქეთა მომსახურებას“, - წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის და მიმდინარე წლის 2 ივლისამდე სამუშაო პროცესი შეაჩერა. ამის მიზეზი შენობის ავარიული მდგომარეობაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა