რომან კაკულია - მამუკა ბახტაძესთან თანამშრომლობის კარგი მაგალითია ეკონომიკის სამინისტროდან სივრცის მოწყობის კომპონენტის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადატანა

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია ეკონომიკის სამინისტროდან სივრცის მოწყობის კომპონენტის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადატანა, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციების დროს პრემიერთან განიხილეს ეს მოსაზრება, რომელიც ასევე იყო კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების პოზიციაც და პრემიერმა ის მოკლე ვადაში გაითვალისწინა და ერთ-ერთ პირველ ინიციატივად დაასახელა. 

“ეკონომიკის სამინისტროდან სივრცის მოწყობის კომპონენტის ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადატანა ერთ-ერთი პირველი ცვლილებაა, რომელიც ბატონმა მამუკა ბახტაძემ გააჟღერა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ცვლილებაა. პირველ რიგში ეს იყო პრემიერთან თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. კონსულტაციების დროს მასთან წარვადგინეთ და განვიხილეთ ეს მოსაზრება, რომელიც ასევე იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების პოზიცია. ამ საბჭოში თავმოყრილი არიან სამშენებლო და არქიტექტურის საქმიანობის სპეციალისტები და მათი ერთობლივი რეკომენდაცია გახლდათ ეს ცვლილება. მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ეს გაითვალისწინა მოკლე ვადაში კონსულტაციების დროს. ასევე, მნიშვნელოვანი თემა გახლავთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხი. ჩვენ ხშირად ვურევთ ორ ტერმინს - პრიორიტეტულს და მნიშვნელოვანს. ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, რაც ჩამოთვლილია, მაგრამ პრიორიტეტის, ყველაზე მთავარის გამოყოფა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ აღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ ვერ ვახერხებდით საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილთან მიგვეტანა ის სიკეთე და დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტიტუციონალურადაც სტრუქტურული ცვლილებების დროს, ჩვენ უნდა გამოვკვეთოთ ის ინსტიტუცია, რომელიც კონცენტრირებული იქნება სწორედ, ამ პრობლემის მოგვარებაზე.

როდესაც ვუსმენ სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესზე საუბრობენ, თუნდაც დამწყებ კაპიტალზე და ა.შ როგორც წესი ისინი საუბრობენ უკვე არსებულ, თუნდაც ძალიან შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ბიზნესებზე. მათი მხარდაჭერის ყველა პროგრამა, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა ის, რომ ადამიანები ვერ შემოდიან ამ სეგმენტში. ბიზნესსაქმიანობაში შემოსვლა და მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყება და განვითარება არის ჩვენი ძალიან დიდი გამოწვევა. ვიცი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა გრანტების მეშვეობით ორიენტირებულნი იყვნენ ამ პრობლემის მოგვარებაზე, მაგრამ არც ერთი არ იყო კვალიფიციური და ბოლომდე დახვეწილი. ამიტომ ჩემი თხოვნაა ეკონომიკის სამინისტროში, როდესაც მისი ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწაზე იქნება საუბარი, ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთოს ის სეგმენტი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაზე იქნება კონცენტრირებული, რადგან თუ რამეს სჭირდება კომპლექსურობა, თანამშრომლობა, განათლება, რეგიონული კვლევები და შემდეგ იმ ინსტრუმენტის მოფიქრება, რომელიც ბანკთან ურთიერთობაში დაეხმარება მეწარმეს, სწორედ, ამ სექტორს სჭირდება მხარდაჭერა და, სწორედ, ინსტიტუციონალურ დონეზე მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რეორგანიზაციული ცვლილებების დროს“, - განაცხადა კაკულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა