GWP-მ ივერთუბნის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ნაძალადევის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის 8 კილომეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო და წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის ჩამკეტი ურდულები და რეგულატორები დაამონტაჟა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, აღნიშნულ პროექტში GWP-მ 800 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„2018 წელსაც, ისევე როგორც შარშან, კომპანიის საინვესტიციო პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების სისტემის განვითარებაა. ნაძალადევის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენს აბონენტებს საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ წყალმომარაგება, ხოლო ახალი, პოტენციური აბონენტებისთვის ქსელზე დაერთების შესაძლებლობა შეიქმნება. გარდა ამ პროექტისა, თბილისის მასშტაბით აქტიურად ვაგრძელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ მომენტისთვის, 30-ზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის განახლება“, - განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის წყალმომარაგების სისტემის განახლება განვითარებისთვის GWP 2018-2020 წლებში ინფრასტრქტურულ პროექტებში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს