ზურაბ ჭიაბერაშვილი - აშშ-ს კონგრესში მომზადებული რეზოლუცია არის არა საქართველოს მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა

ამერიკის კონგრესის მიერ მომზადებული რეზოლუცია არის არა საქართველოს მთავრობის, ან რომელიმე სახელმწიფო უწყებისადმი, არამედ ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში მომზადებულ, საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ღიმილის მომგვრელი იქნება საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კონკურენცია, ვისი რა დამსახურებაა იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ არის იმ დონეზე, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება. ის, რომ დღეს ამერიკელი ხალხი და ამერიკის კონგრესი კვლავ გვიცხადებს მხარდაჭერას, არის არა უბრალოდ მთავრობისადმი, ან რომელიმე სახელმწიფო შტოსადმი გამოხატული კეთილი ნება, არამედ ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბარაშვილმა, რომლის კომენტარს „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს