შალვა ხუციშვილი - აგვისტოდან გამარტივებულ საგანგებო სიტუაციების მართვის რეჟიმზე გადავალთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში დაგეგმილია რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სისტემის ეფექტურობას, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესებას.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში. ამ ცვლილებებით უკვე დავიწყებთ მუშაობას მოხალისეთა სისტემის შექმნაზე, ალტერნატიულ არასამხედრო სამსახურის მომზადებაზე, რომ მომავალი წლიდან ჩვენ ეს სერვისი შევთავაზოთ მოქალაქეებს. ასევე აგვისტოდან გადავალთ გამარტივებულ საგანგებო სიტუაციების მართვის რეჟიმზე და გვექნება მეტად ეფექტური სისტემა, კოორდინაციის უფრო მაღალი დონე. ასევე, რაც მთავარია, ჩვენ ამ ცვლილებების პარალელურად ვმუშაობთ ხუთწლიან გეგმაზე და წელს დაიწყება ახალი სახანძრო–სამაშველო დეპოების მშენებლობა რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ასევე წელს უკვე დაიწყება ახალი სახანძრო მანქანების შემოსვლა. დაახლოებით 17 მუნიციპალიტეტში შევა ახალი სახანძრო მანქანები და პარალელურად განვითარების ეს გეგმა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის პერსონალის გადამზადება, ტექნოლოგიური განვითარება, ინსტიტუციური გაძლიერება და ჩვენ ვმუშაობთ, სისტემის ეფექტურობაზე, რომ ვიყოთ ერთ–ერთი ძლიერი მთელ რეგიონში. ამის თაობაზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ორ კომპანიასთან, რომელთაგანაც ფასის და სერვისის ხარისხის მიხედვით შერჩეულ იქნება და 1-ელი ივლისიდან მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში იქნება ჩვენს განკარგულებაში ორი ვერტმფრენი. მათ აქტიურად ვიყენებთ ტურისტული მიზნებისთვის და სამედიცინო საჰაერო სასწრაფო დანიშნულების მიზნით. მოლაპარაკებები არის ბელორუსულ და ყაზახურ კომპანებთან“, –განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო