მამუკა ბახტაძე - განათლება, სპორტი და კულტურა ცალკე აღებული ვერ იქნება წარმატებული, ეს უნდა იყოს ერთიანობაში

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და იცით, რომ განათლების, კულტურის და სპორტის მიმართულებებს ვაერთიანებთ ერთ სამინისტროში. ჩვენი შეხედულებით, ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა ვერ იქნება წარმატებული ცალკე აღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა,

მისივე თქმით, ეს უნდა იყოს ერთიანობაში იმისთვის, რომ მივიღოთ ისეთი მოქალაქეები და ისეთი სისტემა, სადაც გვეყოლება განათლებული ადამიანები, ძალიან მაღალი მორალითა და ფასეულობებით, ასევე სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების პრინციპით მცხოვრები ახალგაზრდები.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა და აქვე ყურადღება მეტი ახალგაზრდული სივრცის საჭიროებაზე გაამახვილა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის აფხაზი ძმებისთვის.

„ჩვენ გვჭირდება მეტი ახალგაზრდული სივრცე. იცით, მე დღეს განვაცხადე ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რომელსაც ძალიან მოკლე ვადაში დავიწყებთ. ზუგდიდში აუცილებლად იქნება ოლიმპიური პარამეტრების მქონე აუზი, სადაც ძალიან ბევრ საერთაშორისო ტურნირს ჩავატარებთ. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ხელმისაწვდომი და თვალნათელი უნდა იყოს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის, ყველასთვის, ვისაც სურს, რომ ახალგაზრდულმა ენერგიამ თავისი გზა და კალაპოტი იპოვოს და ეს ყველაფერი აისახოს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე, წინსვლაზე,“ - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს