მამუკა ბახტაძე - ზუგდიდში გავხსნით პირველ მაღალი დონის პროფესიულ სასწავლებელს ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით

ვაპირებთ ძალიან მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლის გაკეთებას ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით და ასეთ, პირველ სასწავლებელს გავხსნით ზუგდიდში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მე ძალიან მიხარია, რომ „ტექნოპარკი“ ზუგდიდში საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი. ერთ-ერთი პირველი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ესაა ძალიან მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლის გაკეთება, განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ასეთ პირველ სასწავლებელს ჩვენ აუცილებლად გავხსნით ზუგდიდში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის ნიჭი, რაც არის ამ ჩვენს ლამაზ კუთხეში, მაქსიმალურად ტრანსფორმირდეს 21-ე საუკუნეში ისეთ პროფესიებში, რომლებზეც ყოველთვის იქნება მოთხოვნა. მე გარწმუნებთ, ამაზე ყოველთვის იქნება მოთხოვნა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემას რეგიონული მხარდაჭერის მომენტი და ფუნქცია ჰქონდეს.

„ჩვენს განათლების სისტემას უნდა ჰქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული მხარდაჭერის მომენტიც და ფუნქციაც. თუ თქვენ ნახავთ საქართველოს სამეცნიერო-ინტელექტუალურ პოტენციალს, ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი წარმომადგენელი იყო როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან. ამ პოტენციალს სჭირდება კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, გაღვივება და განვითარება. ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ ახალგაზრდული სივრცე და ახალგაზრდული ეკონომიკა“, - მიმართა მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს.

მამუკა ბახტაძის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა