ირაკლი ნოზაძის დაჭრაში სავარაუდო დამნაშავე თამთა ჯანჯღავა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული პირებისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი დაკავებულის, თამთა ჯანჯღავას ადვოკატმა, ავთანდილ ბუაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებს ამჟამად, ექსპერტიზაზე ჰყავთ გადაყვანილი.

ადვოკატის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებული დეტალები მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რადგან პროცესში ახლახანს ჩაერთო.

„ჯერ დაკავებულთანაც არ გამიმართავს შეხვედრა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მომღერალი ირაკლი ნოზაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ვანის ქუჩაზე, ცივი იარაღით ორი დღის წინ დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე თამთა ჯანჯღავა გუშინ დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს წაუყენებენ. ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯანჯღავასთან ერთად დაკავებულია მისივე მეგობარი ნათია თოფურიაც, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა