ანდჟეი დუდა - პოლონეთი დაჟინებით მოითხოვს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შენარჩუნებას

პოლონეთი დაჟინებით მოითხოვს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შენარჩუნებას და მხარს არ უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე მიმართულ ნაბიჯებს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეიონისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყველა იმ ქმედებებს, რაც შეიძლება მიმართული იყოს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვაზე“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანდჟეი დუდას თქმით, „პოლონეთი არ ემხრობა რუსეთის იზოლირებას, თუმცა უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკის გათვალისწინებით, არც იმის მომხრეა, რომ რუსეთთან დიალოგის დონის ამაღლება მოხდეს“.

„რუსეთმა ჯერ უნდა გამოავლინოს კეთილი ნება, რომ მშვიდობის განმტკიცებაზე სერიოზული დიალოგი სურს, რადგან ამჟამად რუსეთი, სამწუხაროდ, აგრესორია და ეს ფაქტია“, - დასძინა მან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო