სუს-ი - გალში შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ფორმატის დატოვების გამო ჩაიშალა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 57-ე შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ფორმატის დატოვების გამო ჩაიშალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 27 ივნისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 57-ე შეხვედრა გაიმართა.

“დღევანდელ შეხვედრაზე იგეგმებოდა ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტის განხილვა და მთავარი თემა უნდა ყოფილიყო გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისთვის გამოიყენეს.

კერძოდ, ფორმატისთვის შეუფერებელი შანტაჟისა და ულტიმატუმის ფორმით, მათ მოითხოვეს გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით სამართლის აღსრულება წარმოადგენს უმაღლეს პრიორიტეტს. აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა