მამუკა ბახტაძე - გვჭირდება პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი, სადაც განათლებას დომინანტი პოზიცია ექნება

გვჭირდება პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი, სადაც განათლებას დომინანტი პოზიცია ექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამეგრელოში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განათლების სისტემის რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოში თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა შეძლოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება.

“სიღარიბის დამარცხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გვესმოდეს - თუ ჩვენ გვინდა ისეთივე განვითარებული ეკონომიკა გვქონდეს, როგორსაც ჩვენ ევროპის ბევრ ქვეყანაში ვხედავთ, ამისთვის პრინციპულად განსხვავებული ეკონომიკური მოდელი გვჭირდება. ეს არის მოდელი, სადაც თქვენი კონტრიბუცია იქნება წამყვანი და სადაც განათლებას ექნება დომინანტი პოზიცია. ყველა ახალგაზრდამ უნდა შეძლოს თავისი თავის რეალიზაცია ჩვენივე სამშობლოში, საქართველოში. თუ ჩვენ შევძლებთ და მოვახერხებთ იმას, რომ, ორნიშნა ციფრი იყოს ჩვენს ეკონომიკაში განათლების სექტორი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შემდეგი გრძელვადიანი პერსპექტივის, ათეული წლების განმავლობაში აუცილებლად შევალთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა წლევანდელ კურსდამთავრებულებს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულება მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„მე ძალიან მიხარია, როდესაც მესმის ბევრი წარმატებული ახალგაზრდის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, იმისთვის, რომ ასეთი შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოში. იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს წასვლა საკუთარი თავის თვითრეალიზაციისა და პოტენციალის რეალიზაციისა საზღვარგარეთ“, - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა