გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომუშავე ჟურნალისტები მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებში მომუშავე 20-მდე ჟურნალისტს უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან ნატო-ს სამიტისათვის მზადების საკითხსა და აშშ-ის კონგრესში წარდგენილ საქართველოს მხარდაჭერის აქტზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა კონგრესმენებს ამ დოკუმენტისათვის, რომლის მიღების საკითხიც აშშ-ი ვიზიტისას დააყენა.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ჟურნალისტები დაინტერესდნენ როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებით, ასევე საქართველოს როლით საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის პროცესებში.

საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების თემებს, გაძლიერებული რუსული პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებსა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებს.

„აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტები დაინტერესდნენ საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებით - რუსული აგრესიის გამომწვევ მიზეზად შეიძლება თუ არა განიხილებოდეს საქართველო ნატოსკენ სწრაფვა.

საუბრისას შეეხნენ ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობას, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა