ზვიად კვაჭანტირაძე - ოპონენტების მიერ პუშკინის სკვერთან პარკირების მოწყობაზე აგორებული მიზანმიმართული კამპანია მხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლი იყო

როდესაც “თანაინვესტირების ფონდმა” პარკინგის მოწყობის ვალდებულება აიღო, ეს ქველმოქმედების ტოლფასი იყო, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობისწევრი ზვიად კვაჭანტირაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას, რომელიც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს გააკეთა.

“როდესაც “თანაინვესტირების ფონდმა” პარკინგის მოწყობის ვალდებულება აიღო, ეს ქველმოქმედების ტოლფასი იყო, ხოლო ოპონენტები ამ პროექტის მის საკუთრებად წარმოჩენას ცდილობდნენ. ახლა კი კარგად გამოჩნდა, რომ იგივე პირობებით, როგორც ეს “თანაინვესტირების ფონდის” შემთხვევაში იყო, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის ინტერესს არც ერთი ბიზნესი არ გამოხატავს, რადგან უბრალოდ არარენტაბელურია, არამომგებიანია ეს მათთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტების მიერ პუშკინის სკვერთან პარკირების მოწყობაზე აგორებული მიზანმიმართული კამპანია მხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლი იყო. საინტერესოა, ახლა სად არიან ის ადამიანები და რატომ არ აკეთებენ კომენტარებს, რომლებმაც “თანაინვესტირების ფონდისა” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური სპექტაკლი დადგეს?!“, - წერს ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მიწისქვეშა პარკირების მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, თუმცა არც ერთი წინადადება არ შევიდა და შესაბამისად, პროექტი ჩავარდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა