ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მიმართავს, თუ მართლა აქვს მტკიცებულებები, რომ სიაში ვინმე გარდაცვლილია, წარმოადგინოს ინფორმაცია

„ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მართლა აქვს კონკრეტული ინფორმაცია ან მტკიცებულებები, რომ სიაში ვინმე მართლაც გარდაცვლილია, ან რომელიმე სხვა პირი კიდევ მონაწილეობდა ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, ვთხოვ, წარმოადგინონ დაუყოვნებლივ, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებს ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, თუ ასეთი ინფორმაცია ამ პარტიის წარმომადგენლებს არ აქვთ, მათი განცხადებები, მხოლოდ სპეკულაციაა.

„მსურს გამოვეხმაურო დღეს პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ურთიერთშეთანხმებულ განცხადებებს "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან" დაკავშირებით. კოლეგებო, თუ მართლა გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია ან მტკიცებულებები, რომ ვინმე მართლაც გარდაცვლილია, ან რომელიმე სხვა პირი კიდევ მონაწილეობდა ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, გთხოვთ, წარმოადგინოთ დაუყოვნებლივ. თუ ასეთი არ გაქვთ - თქვენი განცხადებები მხოლოდ სპეკულაციაა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა