რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ხაზების მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

რუსთავი-თბილისი-დიდუბის სამარშრუტო ხაზზე, მგზავრთა გადაყვანის პროცესი ცოტა ხნის წინ აღდგა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" კომპანია ,,ინტერტრანსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ცერცვაძემ განუცხადა, გაფიცულ მძღოლებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკება შედგა.

,,მძღოლების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო, შეგვემცირებინა ყოველდღიურად შემოსატანი გადასახადის ოდენობა. კომპანია წავიდა დათმობაზე და ნაცვლად 15 ივლისისა, ზაფხულის სეზონზე გადასვლასთან დაკავშირებით, 5 ივლისიდან შეამცირებს ყოველდღიური გადასახადის ოდენობას. მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში მგზავრთა ნაკადი რუსთავიდან, თბილისის მიმართულებით და პირიქით, მნიშვნელოვნად იკლებს და აქედან გამომდინარე, კომპანია მძღოლებსაც უმცირებს შემოსატანი თანხის ანუ დღიური ნორმის ოდენობას", - განაცხადა სოფო ცერცვაძემ.

დღეს დილიდან, რუსთავი-თბილისი-დიდუბის ხაზზე მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი კომპანია ,,ინტერტრანსისათვის" გადასახდელი ყოველდღიური შენატანის შემცირებას ითხოვდნენ, რადგან აცხადებენ, რომ ზაფხულში მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად მცირდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო