დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება - ბოლშევიკების გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ოსეთის აღმოსავლეთ ნაწილი გადაეცათ, უკანონოა და ანექსიას წარმოადგენს

ბოლშევიკების გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ოსეთის აღმოსავლეთ ნაწილი გადაეცათ, უკანონოა და ანექსიას წარმოადგენს, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყებაში განაცხადეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „აღმოსავლეთ ოსეთი სამხრეთ ოსეთის საზღვრებს გარეთ აღმოჩნდა და საქართველოს მხრიდან ექსპანსიას დაექვემდებარა“.

„საბჭოური საქართველოს მხრიდან ოსეთის აღმოსავლეთ ნაწილის ანექსიაზე საუბარი აუცილებელია. ბოლშევიკებმა თრუსოს და კობის ხეობები ოსი ხალხის სურვილის გარეშე ახლად შექმნილ საქართველოს სსრ-ს გადასცეს. ოსეთის ტერიტორიის გარეთ ასევე აღმოჩნდა დუშეთის რაიონში ოსებით კომპაქტურად დასახლებული ადგილები“, - აღნიშნეს დე ფაქტო საგარეო უწყებაში.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ „ოსები არასოდეს აღიარებენ 1921 წელს ბოლშევიკების მიერ მიღებულ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო