პრემიერი ნიკო დადიანის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს იბრუნებს, - უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადგილზე გაეცნო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, კაპიტალურად გამაგრდა სასახლის კონსტრუქციული სეგმენტები, შენობა მოპირკეთდა ავთენტური წყობისა და ფორმის ძველი ქართული აგურით.

„მოეწყო სავენტილაციო, კონდიცირებისა და გათბობის თანამედროვე კომუნიკაციები; სასახლეში სრულად რესტავრირდა ავთენტური კარ-ფანჯარა. ნიკოსეული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 2 მლნ ლარია, სექტემბერში დასრულდება“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის კომპლექსში შემავალ სხვა ობიექტებზეც, მათ შორის მთავრისეულ ტაძარში, სასახლესთან არსებულ ბოტანიკურ დეკორატიულ ბაღში და მუზეუმში იმყოფებოდა, რომელიც დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე დაარსდა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის მიმდინარეობითაც დაინტერესდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა