მარნეულში 200 ერთეული ნარჩენების ურნა განთავსდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, უახლოეს დღეებში, ევროსტანდარტების შესაბამისი, გერმანული წარმოების პლასტმასის 1 100-ლიტრიანი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ურნები მუნიციპალიტეტს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა, რომელსაც მუნიციპალური შპს „სუფთა მარნეული“ იმ ლოკაციებზე განათავსებს, სადაც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი მოთხოვნა და საჭიროებაა.

„აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მსგავსი ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

ამ ეტაპისთვის მარნეულს, 200 ერთეული ნაგვის ურნა გადაეცა“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა