კორცხელის საქმესთან დაკავშირებით, ზუგდიდის სასამართლოში ბრალდებული სპორტსმენები დაკითხეს

კორცხელის საქმესთან დაკავშირებით, დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული სპორტსმენები გიორგი გოგიძე, კობა ტყეშელაშვილი, ნოშრევან წურწუმია, გიორგი გიგაური და ვლადიმერ გეგეშიძე დაიკითხნენ. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა ზურა ბელთაძემ განუცხადა, ინციდენტი აღნიშნულ სპორტსმენებს არ დაუწყიათ, ხოლო იმ პირის ვინაობა, რომელმაც დაპირისპირება გამოიწვია, ცნობილია.

„დაპირისპირება იყო ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის, თუმცა ის ამ საქმეში ბრალდებულებს არ დაუწყიათ. იქ იყო ნიკანორ მელიას მიერ პროვოკაციული გამონათქვამები - თქვენ აქ ვინც ჩამოგათრიათ და ა.შ. სწორედ ამ ფაქტრების შესახებ ისაუბრეს დღეს ბიჭებმა. ინციდენტი სულ სხვა ვიღაცამ დაიწყო და მისი ვინაობა გამოძიებისთვის ცნობილია“, - აღნიშნა ბელთაძემ.

მომდევნო სასამართლო სხდომა 7 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც მხარეები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ. ე.წ კორცხელის საქმეზე, რომელიც თითქმის 2 წელია მიმდინარეობს, 100-მდე მოწმე დაიკითხა.

2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, რომელთა ნაწილიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს