მომღერალ ირაკლი ნოზაძის საქმეზე დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენა იწყება

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მეორე განყოფილებაში მომღერალ ირაკლი ნოზაძის საქმეზე დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენა იწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატებმა განუცხადეს, ისინი დაესწრებიან აღნიშნულ პროცედურას, რომლის შემდეგაც დამატებით კომენტარს გააკეთებენ. ადვოკატები პოლიციის შენობაში რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ. ბრალდებულები სავარაუდოდ გამოძიებას ჩვენებას ოფიციალურად მისცემენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე ორი პირი დააკავა. უწყება 1989 წელს დაბადებულ თ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო 1994 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა